.png)
სა სწავლო კურსები
რადიოგრაფერების გადამზადების კურსი
აკრედიტირებული

ბირთვული რადიაციული უსაფრთხოება -სამედიცინო სექტორში
აკრედიტირებული

„ბირთვული მედიცინის როლი ადამიანის დაავადებათა დიაგნოსტიკაში“
აკრედიტირებული

„დასხივების დოზების გამოთვლა სამედიცინო დაწესებულებებში“
აკრედიტირებული


შპს "იონირება", საქართველოს სტომატოლოგთა
ასოციაციის და შპს ალბიუსის მხარდაჭერით, საქართველოს
გარემოსა და ბუნებრივირესურსების სამინისტროს, ბირთვული
და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს მიერ
აკრედიტებული სასწავლო პროგრამის ფარგლებში იწყებს
სტომატოლოგიური კლინიკების წარმომადგენლების
გადამზადებას.
ტრენინგი ითვალისწინებს ორ პროგრამას:
1. რენტგენო-ლაბორანტი სამიზნე ჯგუფი:
• საშუალო მედპერსონალი;
• არასამედიცინო პერსონალი
(სამედიცინო აპარატურის ტექნიკოსები, სანიტრები).
მონაწილეთა კვალიფიკაცია:
სამუშაო ადგილის შესაბამისად უმაღლესი,
საშუალო პროფესიული და საბაზისო საფეხური
(9 კლასის განათლება - უმცროსი სამედიცინო
პერსონალი).
2. რადიაციულ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი
სამიზნე ჯგუფი:
• სამედიცინო დაწესებულებაში რადიაციულ უსაფრთხოებაზე
პასუხისმგებელი პირები;
მონაწილეთა კვალიფიკაცია:
უმაღლესი სამედიცინო განათლება მისაღწევი შედეგი:
სამედიცინო დასხივების სფეროში მომუშავე ან
მომავალში რადიაციულ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ პირს
უნდა შეეძლოს რადიაციული დაცვის პროგრამით
გათვალისწინებული საკითხების კონტროლი:
• მაიონებელი გამოსხივების წყაროების ინვენტარიზაცია;
• რადიოაქტიური ნარჩენების შეგროვება და შენახვა;
• პერსონალის ინდივიდუალური დოზების კონტროლი და მონაცემების აღრიცხვა;
• პერსონალისათვის ინსტრუქტაჟის ჩატარება;
• ავარიული მზადყოფნის გეგმის შემუშავება და მისი შესრულება;
• მონიტორინგის და ხარისხის კონტროლის პროგრამების შესრულება.
მისაღწევი შედეგი:
სამედიცინო დასხივების სფეროში მომუშავე ექიმთა ცოდნის დონის ამაღლება ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების ზოგად საკითხებში (საფრთხეების, უფლებები, მოვალეობები, პაციენტისა და მოსახალეობის დაცვა); რადიაციული ინციდენტის დროს არსებული გეგმის მიხედვით მოქმედება
პროგრამის ხანგრძლივობა:
კვალიფიკაცის შესაბამისად - 25-50 საათი (19 დეკემბერიდან 9 იანვრამდე)
კურსის დასრულების შემდგომი წერითი გამოცდის წარმატებით ჩაბარების საფუძველზე გაიცემა კურსის დასრულების დამადასტურებელი მოწმობა.